logo_geo
eng_logo
ექიმები მაია რჩეულიშვილის გადასარჩენად ხელმოწერებს აგროვებენ
- +

8 იანვარი. 2017. 01:08


 


ქართველი  ექიმები მაია რჩეულიშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თხოვნით საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს მიმართავენ:

 

„ექიმები მაია რჩეულიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ვითხოვთ დადა-შვილის მაია და გუკა რჩეულიშვილების პატიმრობის გირაოთი შეცვლას ჩვენ, ქართველი ექიმები შეშფოთებას გამოვთქვავთ წინასწარ პატიმრობაში აყვანილი მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, ვინაიდან გულის ავადმყოფობასთან ერთად მას დაუსვეს ფილტვის კიბოს დიაგნოზი. დარგის ცნობილი სპეციალისტების გულიკო ჩაფიძის, ალექსანდრე ალადაშვილის, სოფო უნგიაძის ,თამაზ მაღლაკელიძის მონაწილეობით შემდგარი კონსილიუმის დასკვნას ასევე ადასტურებს რევაზ გაგუას და ვლადიმერ კუჭავას მიერ დასმული დიაგნოზი. მოსამართლემ სამედიცინო დასკვნების გაცნობისას განაცხადა, რომ ვერ ერკვევა სპეციალურ სამედიცინო ტერმინოლოგიაში, რაზეც განვმარტავთ, რომ ფილტვის სიმსივნე, რომელსაც სპეციალისტები კიბოდ მიიჩნივენ, უმძიმესი ავადმყოფობაა და ადრეულ სტადიაზე ხშირად ხირურგიულ ჩარევას მოითხოვს. პაციენტის დატოვება პატიმრობაში ამ შემთხვევაში მკვეთრად ამცირებს მისი გადარჩენის შანსებს, ვინაიდან ასეთი სტრესი უფრო ამძმებს ისედაც მძიმე ავადმყოფობას", - ნათქვამია განცხადებაში.


https://manifest.ge/main/item/1165   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner