logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: გვარამიას თავისი ნამოქმედარი, მისი წარსული, მისი არაკაცობა დახვდა წინ...
- +

8 იანვარი. 2017. 03:11


 


ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტლიანი სოციალურ ქსელში ვახტანგ ხუზმიაშვილის პოსტს ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:


„ვაიმე, ვახო!.. გასვიანს და იმ ნაგავ გვარამიას ადარებ ახლა ერთმანეთს? გვარამიას მისი ნამოქმედარი, მისი წარსული, მისი არაკაცობა დახვდა წინ... ვერ შეიკავა თავი ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც ოჯახი გაუუბედურეს თავის დროზე, გვარამიამ და მისმა გუნდმა... გასვიანი კი, მოძალადეებმა სცემეს და პასუხიც აგეს მათ ამისთვის რა... ძალიან მიყვარხარ და პატივს გცემ ვახო, კი იცი ეს შენ მაგრამ, გვარამიას მოძალადე, ნაპროკურორალი... ეგ იყო ძალადობრივი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი და სულის ჩამდგმელი... ეს სულით მახინჯი არსება, არ იმსახურებს შენნაირების თანადგომას და ახლა, გაფიცებთ დედას, ყველა ჩემზე დიდი დემოკრატები ნუ გახდებით რა... ტიპმა, უამრავი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილმა კაცმა, თავი შეაფარა „რუსთავი 2"-ს ვითომ ჟურნალისტი...

ვისაც გვარამია გეცოდებათ და გევასებათ, ვისაც მისი ბოროტება დაგავიწყდათ, ამნეზია დაგემართათ და ახლა ენის მოჩლექვით ესაუბრებით, გვარამია არაკაცს და ყველაფრის მკადრებელ ადამიანს, გშლით ყველას ჩემი მეგობრობიდან და კიდევ ერთი... კარგად მომისმინეთ და დაიმახსოვრეთ, შუაზე რომ გაიფხრიწოთ ზოგიერთები, „კოლეგები", ამ შემთხვევაში შენ არ გგულისხმობ ვახო, ვერც სამართლიანობით, ვერც თანადგომით და ვერც კოლეგიალობით, ვერ შემედრებით და ძალიან გთხოვთ, ნუ აანძუებთ ყველაფერს, ამ საზიზღარი და უნაძირლესი ადამიანის გაპიარებით რა... ერთი სიტყვით, - რაც დასთესა გვარამიამ, ახლა იმას იმკის!!! შეარგოს „მოსავალი"!- წერს დარეჯან ლიპარტელიანი.


ტელეკომპანია „იბერიას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ხუმზიაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფატს გამოეხმაურა:


„ძალიან ცუდია, ვისაც გიხარიათ ნიკა გვარამიაზე თავდასხმა. არ არის ეს კარგი ამბავი. თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ-სამი კვირის წინ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ცემეს. ეს საგანგაშოა. ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება", - წერს სოციალურ ქსელში ვახტანგ ხუზმიაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner