logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: სამწუხაროა, რაც მოხდა!
- +

8 იანვარი. 2017. 03:12


 


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:

 

„სამწუხაროა, რაც მოხდა! ორმაგად სამწუხარო, რადგან, თურმე ადამიანმა სწორედ ამ დღეს მამა დაკრძალა და ასეთ დროს მტერსაც კი თანავუგრძნობთ ხოლმე! არცერთ შემთხვევაში, ძალადობას გამართლება არა აქვს, ეს დანაშაულია და დასჯადია! ჩვენ ნუ დავემსგავსებით მათ, ვისაც უსამართლობის გამო ვებრძოდით და ვინც, საზოგადოებამ სწორედ, ადამიანებზე ძალადობის და უსაზღვრო ცინიზმის გამო ჩამოაშორა ხელისუფლებას! კანონის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის! აი, „ფეხქვეშ მიწის წვის" მუქარით კი, სამწუხაროდ, თავადვე, ისევ იმ დროს ახსენებენ საზოგადოებას, მართლა მიწა რომ იწვოდა ათასობით დაპატიმრებული, ნაწამები, დასახიჩრებული, გაუბედურებული ადამიანის და მათი ოჯახის წევრების ფეხქვეშ, რაც არამგონია მართებული იყოს და ხელს ნამდვილად არ უწყობს ამ მძიმე წარსულის დავიწყებას თუ პატიებას!" - წერს მანანა კობახიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner