logo_geo
eng_logo
ლეკა მენაბდიშვილი კალაძეზე: კარგი იქნება, თუ დანარჩენებიც მიბაძავენ მას...
- +

8 იანვარი. 2017. 03:43


 

 

Facebook მომხმარებელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:

 

„კახა კალაძემ საშობაოდ სამტრედიაში მრავალშვილიან ოჯახს სახლი აჩუქაო... გუშინ წავიკითხე წყნეთში დევნილებს სოციალური პრობლემები მოუგვარაო... კიდევ ბევრი მსმენია მის სიკეთეებზე... ეს რაც გვსმენია და რაც არ გაგვიგია რამდენია ალბათ. არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ ვიტყვი. ზაფხულში, როცა მჭირდებოდა ერთ საკითხში მოხმარება, ერთი წინადადების თქმა იყო საკმარისი და მაშინვე მომეხმარა კახა...

ძალიან კარგია, იმას რა სჯობია როცა ცდილობ ადამიანები გაახარო. კარგი იქნება, თუ დანარჩენებიც მიბაძავენ მას..." - წერს ლეკა მენაბდიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner