აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა შეშფოთებულია, რომ „რესპუბლიკელები" რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს უფრო ენდობიან, ვიდრე „დემოკრატებს".
„რუსებს სურდათ არჩევნებში ჩარევა და ჩაერიენ კიდეც. რაც მე მაწუხებს არის ის, რომ ბოლო დროს დავინახეთ, რომ „რესპუბლიკელები" ან ექსპერტები, კომენტატორები ტელევიზიაში, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს უფრო ენდობიან, ვიდრე თავიანთ თანამოქალაქეებს ამერიკელებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თანამოქალაქეები „დემოკრატები" არიან. ასეთი არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ ყველა ერთ გუნდში ვართ. ვლადიმირ პუტინი ჩვენს გუნდში არ არის ", - განაცხადა ბარაქ ობამამ.