ისრაელის ხელისუფლება გაერო-ს დაფინანსებას დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარით შეამცირებს. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელის პასუხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც გმობს და მოუწოდებს ისრაელს აღმოსავლეთ იერუსალიმში და დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობის შეჩერებისკენ.
„გაერო-მ ბოლო უნდა მოუღოს აბსურდულ რეალობას, სადაც ის მხარს უჭერს ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა სრულად მიმართულია წაქეზებაზე და ანტიისრაელურ პროპაგანდაზე", - ნათქვამია გაერო-ში ისრაელის სახელმწიფოს დიპლომატიური მისიის განცხადებაში.
2016 წლის დეკემბრის ბოლოს გაერო-ს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ისრაელისგან აღმოსავლეთ იერუსალიმში და დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს.