„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში" ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითალისწინებს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარი ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.