თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და ავტოტრასპორტის მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი.
6 იანვარს ღამეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე (სოფ. შორაპანთან) გზის სავალ ნაწილზე დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა ჩამოვიდა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.