ბაღდადის აღმოსავლეთ რაიონში მდებარე ბაზართან ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომანქანის აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაშავდა.
ერაყის შს მინისტრის განცხადებით, ბაზრის დაცვის თანამშრომელმა ავტომანქანას მანამდე ესროლა, ვიდრე ის ბაზრის ტერიტორიაზე შეიჭრებოდა, რის შედეგადაც მძღოლმა ასაფეთქებელი მექანიზმი აამოქმედა.