logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ქრისტეშობის მეორე დღეს ეწოდება კრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ეს ღვთისმშობლის ნათესავების დღესასწაულია
- +

8 იანვარი. 2017. 13:37



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა. უწმინდესმა ქადაგებისას მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ ქრისტეშობის მეორე დღეს ეწოდება კრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ეს ღვთისმშობლის ნათესავების დღესასწაულია.


ჩვენ შევთხოვთ მათ, რომ მათი ლოცვით, მათი ვედრებით და მეოხებით მშვიდობა მოგვცეს უფალმა თავისი დიდი წყალობით. დღეს განსაკუთრებით ვდღესასწაულობთ დავით მეფის დღესასწაულს, რომელმაც დაწერა უკვდავი ფსალმუნები. წმინდა დავითი რჩეულია ღვთისაგან მეფედ, იგი იყო ცხვართა მწყემსი და ღმერთმა დაადგინა მეფედ ისრაელისა," - ბრძანა უწმინდესმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner