ევროპაში ბოლო ორი დღის განმავლობაში ანომალიური ყინვის გამო 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის უმრავლესობას მიგრანტები და უსახლკაროები წარმოადგენენ.
10 ადამიანი დაიღუპა პოლონეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა მინუს 14 გრადუსამდე დაეცა, ზოგიერთ რეგიონებში კი მინუს 20-ს აღწევს. დიდთოვლობაა იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, სადაც სიცივისგან შვიდი ადამიანი დაიღუპა. გერმანიის სამხრეთ ნაწილში მთიან რაიონებში ტემპერატურა მინუს 26 გრადუსამდე დაეცა.
პრაღაში უჩეულო ყინვას გასული ღამით სამი ადამიანი ემსხვერპლა. სიცივის გამო სულ მცირე სამი მიგრანტი დაიღუპა ბულგარეთში.