logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლებას უკავშირებს
- +

8 იანვარი. 2017. 17:11



ლექტორი ზაზა სიამაშვილი ძალადობას გმობს, თუმცა უკვირს, რატომ მოჰყვა ასეთი აჟიოტაჟი „რუსთავი" 2 -ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს.


ვგმობ და არ მომწონს ძალადობა, მაგრამ ასე რომ აქოთქოთდით გვარამიას გამო, ერთხელ მაინც თუ შეწუხებულხართ, დაჩი ცაგურიას და ასობით მისნარი ბიჭის გამო, როგორ სცემდნენ, ურტყამდნენ, ასახიჩრებდნენ... იცით, რომ დაჩი არაერთგზის სასწაულებრივადაა გადარჩენილი?! და ეს ყმაწვილი, დღეს რომ გალახულა თურმე, ამას ამართლებდა და იწონებდა?! ყოველ შემთხვევაში, შეწუხებული გვარამია არ მახსოვს! ასე რომ, ნუ ქოთქოთებთ!

 

ახლა მთავრობას:მე რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ ეს ის აგრესიაა, რომელიც უგულავას გაუგებარ გამოშვებას მოჰყვა და ეს თქვენს სინდისზეა!ხალხს ვერ დააოკებთ!ახლა ვისი გამოშვების ორდერს ამზადებთ?მერაბიშვილის თუ ახალაიასი?! უპასუხისმგებლოებო! დაჩი, შენ ჩემი სიამყე და ძმა ხარ!" - წერს ზაზა სიამაშვილიfacebook"-გვერდზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner