logo_geo
eng_logo
შოთა გლურჯიძე: ნაპროკურორალი, პროვინციელის ცემა ვერაა დიდად საქებარი საქციელი
- +

8 იანვარი. 2017. 18:02



მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.


ნაპროკურორალი, პროვინციელის ცემა ვერაა დიდად საქებარი საქციელი, მაგრამ მისი გამომწვევი, ტოქსიკური გამომეტყველების, გაურკვეველი მიხვრა-მოხვრისა და თავხედური ევის მანერის გათვალისწინებით, ამ პერსონაჟის საჯარო სივრცეში ხილვაც ძნელი ასატანია პოსტ-საახალწლო მძიმე აბსტინენციის ჟამს.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, გაგებით ვეკიდები ახალგაზრდა კაცის სპონტანურ სურვილს დაუკორექტიროს გამომეტყველება ზემოთხსენებულ მოქალაქეს!" - წერს შოთა გლურჯიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner