მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
„ნაპროკურორალი, პროვინციელის ცემა ვერაა დიდად საქებარი საქციელი, მაგრამ მისი გამომწვევი, ტოქსიკური გამომეტყველების, გაურკვეველი მიხვრა-მოხვრისა და თავხედური ქცევის მანერის გათვალისწინებით, ამ პერსონაჟის საჯარო სივრცეში ხილვაც ძნელი ასატანია პოსტ-საახალწლო მძიმე აბსტინენციის ჟამს.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, გაგებით ვეკიდები ახალგაზრდა კაცის სპონტანურ სურვილს დაუკორექტიროს გამომეტყველება ზემოთხსენებულ მოქალაქეს!" - წერს შოთა გლურჯიძე.