logo_geo
eng_logo
დიდთოვლობის გამო სტამბოლი პარალიზებულია
- +

8 იანვარი. 2017. 18:48



დიდთოვლობის გამო თურქეთის ქალაქი სტამბოლი პარალიზებულია. ავიაკომპანია Turkish Airlines-მა ათათურქის აეროპორტის 471 საერთაშორისო რეისის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.  ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები ცნობით, დრის განმავლობაში ათათურქის აეროპორტში საკუთარ რეისს 20 ათასამდე ადამიანი ელოდა. მათ საკვებით უზრუნველყოფდნენ.


სააგენტო „დოღანის" ინფორმაციით, რეისების ნაწილი გაზიანთეფის აეროპორტში გადაამისამართეს. უამინდობამ საცობები მთავარ მაგისტრალებზეც შექმნა. ადამიანები უკვე 10 საათის განმავლობაში ელიან მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებას.


შესაბამისი ზომები მიიღო სანაპირო დაცვამაც. მათ ბოსფორის სრუტის გავლით გემების მიმოსვლა შეაჩერეს. უამინდობის გამო გახშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევები. მეტრო მგზავრებს მთელი ღამის განმავლობაში ემსახურებოდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, სტამბოლში უამინდობა რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner