8 იანვარს ბაღდადში ორი ტერაქტი განხორციელდა. პირველი ტერაქტის დროს, რომელიც ქალაქის ბაზართან, შიიტთა რაიონში განხორციელდა, 13 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა. ხოლო მეორე ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა, რომელიც თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ჯერჯერობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგაზაციას არ აუღია.