logo_geo
eng_logo
ირაკლი კორძაია: როდესაც ადამიანი, ხედავს თავის მწამებელს მომღიმარი სახით შესაძლოა, ამას მოჰყვეს ანგარიშსწორების სურვილი
- +

8 იანვარი. 2017. 20:53


 

ჟურნალისტი ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ ვიდრე საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა არ დაისადგურებს, მანამდე შესაძლოა, მსგავსი ფაქტები მოხდეს, როგორიც „რუსთავი 2"-ის დირექტორ ნიკა გვარამიას შეემთხვა.

 

კორძაია არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ფიზიკური დაპირისპირებები საზოგადოებამ კიდევ იხილოს.


მხოლოდ ლევან გაჩეჩილაძის ვაჟში არ არის საქმე, ვიდრე საზოგადოებაში არ დაისადგურებს სამართლიანობის აღდგენის განცდა, სამწუხაროდ, ჩვენ შესაძლოა მომავალშიც მივიღოთ ასეთი ინციდენტები. როდესაც ადამიანი, რომელსაც უწამეს დავუშვათ ოჯახის წევრი ან თვითონ იყო წამების მსხვერპლი წინა ხელისუფლების მხრიდან და ხედავს თავის მწამებელს მომღიმარი, ცინიკური სახით , შესაძლოა, ამას მოჰყვეს სრულიად ბუნებრივი რეაქცია და ადამიანს, სამწუხაროდ, გაუჩნდეს ანგარიშსწორების სურვილი",- განაცხადა კორძაიამ.


ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რესტორანში შუქი ჩაქრა.


ნიკა გვარამიაზე თავდასხმა სოციალურ ქსელში აღიარა ყოფილი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რომელიც ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.


გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-3 წლამდე. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner