თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
-
+
25 მარტი. 2016. 11:39
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის რომელიმე საბავშვო ბაგა-ბაღში შესაძლოა, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეფერხდეს, სინამდვილეს არ შეესაბამება.
გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღი დღეს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. თითოეული ბაღის თანამშრომელი მოწოდებულია, პატარებს უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეუქმნას", - ნათქვამია განცხადებაში.