logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: რუსეთთან კარგი ურთიერთობა კარგი მოვლენაა და არა ცუდი
- +

9 იანვარი. 2017. 02:19



ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი twitter-ზე ამერიკა-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით წერს. როგორც ტრამპი აღნიშნავს, აღნიშნულ ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობები მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლო იქნება.


„რუსეთთან კარგი ურთიერთობა კარგი მოვლენაა და არა ცუდი. მხოლოდ სულელები იფიქრებდნენ, რომ ეს ცუდია. ჩვენ მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის პრობლემები გვაქვს. როდესაც პრეზიდენტი ვიქნები, რუსეთი იმაზე მეტი პატივისცემით მოგვეკიდება, ვიდრე ახლა და ორივე ქვეყანა ერთობლივად იმუშავებს, რათა მსოფლიოში არსებული დიდი პრობლემების ნაწილი მოაგვაროს" , - წერს ტრამპი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner