ნაძალადევის რაიონში, სააკაძის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირით გაგუდვა სახელდება.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის აღძრული, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.