ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ტერორისტი, რომელმაც იერუსალიმში ტერორისტული აქტი განახორციელა, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი იყო.
„ჩვენ ვიცით თავდამსხმელის ვინაობა და ყველა ნიშნების მიხედვით, ის „ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერია", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, შეიძლება კავშირი არსებობდეს იერუსალიმში მომხდარ თავდასხმასა და საფრანგეთსა და ბერლინში მომხდარ მსგავს თავდასხმებს შორის.
„ჩვენ ვებრძვით ამ ჭირს და ჩვენ დავამარცხებთ მას", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
გუშინ იერუსალიმში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 4 ჯარისკაცი გარდაიცვალა, 15-მდე ადამიანი კი დაშავდა.