logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ეს ორი კითხვა ჩემმა შვილმა დამისვა გუშინ.... - მაპატიე!!!... - ვუთხარი ცოტათი შეშინებულმა...
- +

9 იანვარი. 2017. 11:28

 



„გვაპატიეთ, შვილებო!

ისინი ისე უცებ, თვალსა და ხელს შუა წამოიზარდნენ....

არა...

ისინი მიტინგებსა და ფსიქოლოგიურ ტერორში გაიზარდნენ... მამებს მარტო არ ტოვებდნენ. დედებს, თავისი ჭკუით, გვიცავდნენ!" -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია წერს.

 

„მათ აშინებდნენ, აკონტროლებდნენ, იჭერდნენ, ურტყამდნენ, ჩვენი შანტაჟისთვის იყენებდნენ...

 

ჩვენ გვამცირებდნენ, მაგრამ ათასჯერ ვმაღლდებოდით შვილების თვალში... ჩვენ ათას იარლიყს გვაკერებდნენ... მაგრამ, კიდევ უფრო მეტად სჯეროდათ ჩვენი და ვუყვარდით შვილებს...

 

დიახ, სწორედ პროკურორი გვარამია აჟღერებდა სამშობლოს მოღალატის, რუსეთის აგენტის, ქვეყნის დამაქცევარის „ტიტულებს"... ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა, ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა... ასეთი იყო და ასეთად დარჩა „გადემოკრატებული" გვარამია ჩვენი შვილების თვალში.

 

ჩვენ გავიმარჯვეთ! ჩვენ დავამარცხეთ დანაშაულებრივი სისტემა!

ჩვენ და ჩვენმა შვილებმა ერთად შევძელით ეს!

 

...მერე კი, ასე დავტოვეთ გაღიმებულები ტელოვიზორის ეკრანთან, საიდანაც ისევ გვარამიები უქნევდნენ თითს, ემანდ, რამე არ შეგეშალოთო!...

 

ჩვენი ბრალია! ჩვენ, გამარჯვებულებმა, მათ თვალში შეურაცხვყავით სამართალი! ჩვენ, საამაყოებმა, ვერ გავუჩინეთ ჩვენს შვილებს დაცულობის განცდა! ჩვენ, სანდოებმა, მათ შევატოვეთ ჩვენი ღირსების საქმე!

 

ჰო და ახლა განსჯაში ვართ, უნდა ექნათ თუ არ უნდა ექნათ?! სამართლიანია თუ უსამართლო მათი საქციელი?!

 

...და რომელ სამართალს ითხოვთ?...

 

...თუ სამართალი ცალ კარში თამაშობს?

 

ეს ორი კითხვა ჩემმა შვილმა დამისვა გუშინ....

 

-მაპატიე!!!... - ვუთხარი ცოტათი შეშინებულმა...

მაპატიეთ, შვილებო!" - წერს ხათუნა ხოფერია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner