logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: მაუწყებელში ცვლილებები ვითარების გაუმჯობესებისთვისაა საჭირო!
- +

9 იანვარი. 2017. 12:12


 

 

„შემუშავდება განვითარების გეგმა, უნდა დავინახო, რისკენ მივდივართ, რა ტემპებით და საკადრო ცვლილებები შემდეგ უნდა განხორციელდეს" - ისაუბრა ინტერვიუში „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ის მაუწყებელში ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს, მათ შორისაა საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებებიც.


„საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა, რათა უფრო მოქნილად შეეძლოს ტელევიზიის სახსრების ხარჯვა. ეს იქნება ანაზღაურების ნაწილი თუ პრემიების ნაწილი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა შეძლოს, რომ მეგაშოუებისთვის გარედან მოიზიდოს ბიუჯეტი, ამისთვის შეიძლება საჭირო იყოს საკანონმდებლო შემსუბუქება, რომ ეს ბიუჯეტს არ დააწვეს. ბორდისა და მენეჯმენტის უფლებამოსილების გამიჯვნაზე აღმოჩნდა, რომ შეტანილი ჰქონიათ საკანონმდებლო ინიციატივა. ალბათ, ორშაბათსვე შევქმნით ჯგუფს, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებზე იმუშავებს.

 

ტელევიზიაში არის ძალიან დიდი პოტენციალი და მე ვაპირებ, მთლიანად დავეყრდნო ამ ტელევიზიას, მაგრამ ცვლილებები გამორიცხული არ არის. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ცვლილებები თვითმიზანი არ არის. შემუშავდება განვითარების გეგმა, უნდა დავინახო, რისკენ მივდივართ, რა ტემპებით და საკადრო ცვლილებები შემდეგ უნდა განხორციელდეს. მე არ მაქვს მიზანი, რომ გინდა თუ არა საკადრო ცვლილებები უნდა დავიწყო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ემსახურება ნებისმიერი აქტივობა და ეს ყველაფერი ღია და საჯარო უნდა იყოს.

 

ცვლილებებზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორია არსებული ვითარება და რისთვის გვჭირდება. ცვლილებები არის საჭირო იმისთვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ამიტომ ჯერ უნდა დავინახოთ, რა გვაქვს. ამ პროცესებს, მინიმუმ, ერთი თვე დასჭირდება", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner