logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: ეს ჩანაწერები გაკეთებულია წინა ხელისუფლების მმართველობის დროს!
- +

25 მარტი. 2016. 11:54


შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამოძიების საკითხზე საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ კადრების გამავრცელებლის ან გავრცელების ადგილის დადგენა, მაგრამ ამ შემთვევაში გამოძიების ინტერესი, ტაქტიკური თვალსაზრისით, უნდა იყოს, იმ ადამიანების მიმართ დაწყებულიყო გამოძიება, ვინც ამას სისტემურად აკეთებდა.



 

„ჩვენ ცალსახად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს ჩანაწერები გაკეთებულია წინა ხელისუფლების მმართველობის დროს. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ამ კადრების გამავრცელებლის ან გავრცელების ადგილის დადგენა, მაგრამ ამ შემთვევაში გამოძიების ინტერესი, ტაქტიკური თვალსაზრისით, უნდა იყოს, იმ ადამიანების მიმართ დაწყებულიყო გამოძიება, ვინც ამას სისტემურად აკეთებდა, მხედველობაში მყავს როგორც ორგანიზატორები, ისე ტექნიკური შემსრულებლები, და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. გამოძიებისთვის უფრო მეტად ტაქტიკურ გზად ეს უფრო მიმაჩნია და გამოძიების თვალსაზრისით უფრო გამართლებულადაც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ პროცესებში სახელმწიფო ინსტიტუტები იყო ჩართული. შესაძლოა, თითო-ოროლა შემთხვევა იყოს, როცა კერძო პირს ჰქონდა ამის ინტერესი", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner