შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცხეთაში, ჯვრის მონასტრის კედლების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მეორე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
მონასტრის კედლებზე ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა წარწერები გააკეთეს. წარწერების ნაწილი, სავარაუდოდ, ლათინური და არაბული ანბანითაა შესრულებული.