ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ელ-არიშში თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული ავტომობილით პოლიციის განყოფილებას შეეჯახა. ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი- დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ რამდენიმე პირმა პოლიციიის შენობას ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად ის პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.