„რყევები არის მოკლევადიანი, გრძელვადიან ნაწილში ჩვენ არ გვაქვს სერიოზული მიზეზები იმისთვის, რომ ლარის კურსი უფასურდებოდეს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ლარის კურსზე საუბრის დროს განაცხადა.
„გრძალვადიან პერსპექტივაში ჩვენ დარმწუნებული ვართ, რომ ლარის კურსი გამყარდება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამისთვის გასაკეთებელია ბევრი რამ. პირველ რიგში, ეს გახლავთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომლის განსახორციელებლად შექმნილია 4-პუნქტიანი გეგმა", - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა - ეს ის მექანიზმები, რომელიც ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემების გასწორების საშუალებას იძლევა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი სავაჭრო ბალანსი, რომელიც გვერგო მემკვიდრეობით და ამ სავაჭრო ბალანსის გასწორება ერთ დღეში, ერთ და ორ წელიწადში შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი 4-პუნქტიანი გეგმის ძირითადი მიზანია, მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, გავასწოროთ ჩვენი სავაჭრო ბალანსი და შვქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში კიდევ უფრო პროგრესული იქნება", - განაცხადა გახარიამ.