logo_geo
eng_logo
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
- +

9 იანვარი. 2017. 16:10


 

 

„პარკირების ადგილებზე მდგარი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით დღეიდან მონიტორინგი იწყება", - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

„ავტოპარკინგებზე ვაჭრობის დაფიქსირების შემთხვევაში, მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს გაფრთხილებას მისცემენ, რის შემდეგაც, უკანონო საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში, მერიის წარმომადგენლები შესაბამისი ზომების მიღების მიზნით სამართალდამცველებს მიმართავენ.

 

თბილისში, პარკინგების ადგილებზე მდგარი მანქანებიდან სამეწარმეო საქმიანობა დედაქალაქის მთავრობის მიმართვის საფუძველზე  საკრებულომ დაუშვებლად „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ" №33-99 დადგენილების მიღებით ცნო, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner