logo_geo
eng_logo
აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
- +

9 იანვარი. 2017. 16:31


 


აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად კახაბერ ბუხრაძე დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.


კახაბერ ბუხრაძემ ამ თანამდებობაზე დავით მამულაშვილი შეცვალა. კახაბერ ბუხრაძეს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად დანიშვნამდე შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პოსტი ეკავა.


რაც შეეხება აჭარის საპატრულო პოლიციის აწ უკვე ყოფილ უფროს დავით მამულაშვილს, ის არსებული ინფორმაციით, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა.


აჭარის პოლიციის სამმართველოში სხვა ცვლილებები არ დასტურდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner