ტელეკომპანია „მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ საქალაქო სასამართლოში აღნიშნა, რომ ის დაესწრება საკუთარი ძმის შვილის, რატი გაჩეჩილაძის პროცესს. როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვინც წლების განმავლობაში ძალადობაზე ხმას არ იღებდა, მათ დღეს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ აღნიშნულზე ისაუბრონ.
„იმას, ვინც იმ წლების განმავლობაში ძალადობაზე ხმას არ იღებდა, დღეს ძალადობაზე ლაპარაკის არანაირი მორალური უფლება არ გააჩნია", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.