ekhokavkaza.com-ის ცნობით, 3 იანვარს, რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის სოფელ წებელდაში XIX საუკუნის ტაძარი სამხედრო მიზნებისთვის დაანგრიეს. ტაძრი სამხედრო პოლიგონის მოსაწყობ ტერიტორიაზე მდებარეობდა, რის გამოც ოკუპანტებმა ტაძარი და მის მიმდებარედ არსებული საძვალეები ბულდოზერებით გადათხარეს.
რაიონული კრების დეპუტატის გენადი შინკუბას ინფორმაციით, ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა ტაძრისა და სასაფლაოების აღდგენა შეუძლებელია.
აღსანიშნავია, რომ პოლიგონის ახლოს ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალი მდებარეობს, რომელსაც განადგურება ემუქრება.