logo_geo
eng_logo
ქართველმა ქირურგებმა 34 წლის მამაკაცს მოგლეჯილი ხელი აღუდგინეს
- +

9 იანვარი. 2017. 20:59


 


ქართველმა ქირურგებმა 34 წლის მამაკაცს, რომელმაც საწარმოო ტრავმა მიიღო, მოგლეჯილი მარჯვენა ხელი აღუდგინეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „პირველს" ქირურგმა ლაშა გოგინაშვილმა აცნობა.

 

„საუნივერსიტეტო კლინიკა მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში შემოყვანილ იქნა 34 წლის მამაკაცი საწარმოო ტრავმით, რომელსაც მარჯვენა ხელი მოგლეჯილი ჰქონდა მხრის ზემო მესამედში. უკვე მეორედ, პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგის ზურაბ გოგინაშვილის, ქირურგ მაია ლობჟანიძის, ტრავმატოლოგიური და ანსთეზიოლოგიური გუნდის მიერ შესრულდა მარჯვენა ხელის რეპლანტაცია მხრის ზედა მესამედში. ჩატარდა მხრის ძვლის ოსტეოსინთეზი, მოიძებნა დაზიანებული სისხლძარღვები და ნერვები, ვენების ჩანართების მეშვეობით აღდგა მხრის არტერია და ვენები, რის შემდეგაც გნახლდა კიდურის სისხლმომარაგება, ინტრაფასციკულური ნაკერით გადაიბა დაზიანებული ნერვები, გაიკერა დაზიანებული კუნთები და ჭრილობა დაიხურა. ჩატარდა ფასციოტომია. პოსტოპერაციულად კიდური გათბა და დისტალურად სხივის არტერიაზე დოპლერის მიმღებით დაფიქსირდა პულსაცია. ოპერაციიდან 6 საათში ამპუტირებული კიდურის თითზე დამაგრებული სატურომეტრით ფიქსირდება სატურაციის 100% მაჩვენებელი", - აცხადებს ქირურგი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner