მართვის მოწმობის ქულათა სისტემის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ. როგორც „კვირას" უწყებაში განუმარტეს, შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ", რომლის ერთ-ერთ სიახლეს 100-ქულიანი სისტემის შემოღება წარმოადგენს, განსახილველად პარლამენტშია შეტანილი, თუმცა საპარლამენტო განხილვები საგაზაფხულო სესიაზე განახლდება.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ პარლამენტს ჯერ კიდევ 2015 წელს წარუდგინა.