„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში პარტიაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მელიამ განაცხადა, რამდენიმე დღეში პარტიას ის ჯგუფი დატოვებს, რომელიც ახლა „ნაციონალური მოძრაობას" მართავს. მელიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იმას უკავშირდება, რომ 20 იანვრის ყრილობაზე აღნიშნული ჯგუფი ძლიერი გუნდი ვერ იქნებიან წარმოდგენილი, წინადადებები ვერ გავა და დამარცხდებიან.
„მე მხოლოდ გამიხარდება თუ ის ჯგუფი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" დატოვებს, რაიმე წარმატებას მიაღწევს. მიმაჩნია, რომ მათი გზა იქნება არასამთავრობო ორგანიზაციის გზა და არ იქნებიან ძლიერი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები. არის უდიდესი შეცდომა, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის" დატოვება გადაწყვიტეს", - აღნიშნა მელიამ.