რამდენიმე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა დღეს თბილისის მერიასთან აქცია გამართეს და ბაღის დირექტორების სამსახურიდან გათავისუფლება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილე, 83-ე ბაღის აღსაზრდელის მშობლის ანი ინაშვილის განცხადებით, ისინი ბაგა-ბაღის დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ.
„ამჟამად რაც ხდება ბაღებში, ეს უსამართლობაა. ჩვენ გუშინ შევხვფით თემურ თორდინავას და გვითხრა, რომ აუდიტის სამსახურმა 13 ბაგა-ბაღი შეამოწმა და ცამეტივეში დარღვევა აღმოაჩინა და ამიტომ მოხდა დირექტორების გათავისუფლება. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი დირექტორი გვყავდა და ეს არ არის რეალური მიზეზი", - განაცხადა ანი ინაშვილმა.
#6 ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობლის სოფო ხაჭაპურიძის განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება, რადგან მშობლების აზრით, დირექტორების გათავისუფლება უსაფუძვლოდ მოხდა.
მშობლები მერიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ.