logo_geo
eng_logo
„ის, რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა წლების წინ, რომ დაშლიდა „ნაციონალურ მოძრაობას”, სრულდება“
- +

10 იანვარი. 2017. 02:31


 

 

„ასე მგონია, „ნაციონალური მოძრაობის" დაშლა გარდაუვალია. ვფიქრობ, რომ „ნაცმოძრაობის" დისკრედიტაცია შეუქცევადი პროცესია", - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. როგორც არეშიძე აღნიშნავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს „ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად".


„გაყოფა არ იქნება ადვილი. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, თუ ვის დარჩება პარტიის სახელი. როგორც ვატყობ, ბრენდის წართმევაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამის ნიშანია სერგო რატიანის მოთხოვნა, რომლითაც მან ცესკოს მიმართა და პარტიის საარჩევნო სიიდან რამდენიმე პირის ამოღება მოითხოვა. მოკლედ, სერიოზული ბრძოლა მიდის. მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ის აქ არ არის და სკაიპის მეშვეობით ჩართვებით ამდენ პრობლემას ვერ მოაგვარებს. მართალია, რიგითი წევრების დიდი უმრავლესობა მის მხარეს არის, მაგრამ ლიდერების უმრავლესობა აშკარად ბოკერია-უგულავას ფრთაზეა. ძალიან სერიოზული ბრძოლა გველის წინ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, ის, რაც თქვა ივანიშვილმა წლების წინ, რომ დაშლიდა „ნაციონალურ მოძრაობას", სრულდება", - განაცხადა არეშიძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner