საბერძნეთში რუსეთის საკონსულოს ხელმძღვანელი ანდრეი მალანინი ათენში გარდაცვლილი იპოვეს.
პოლიციამ 55 წლის კონსული გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვა. მალანინი ათენში მარტო ცხოვრობდა.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, მალანინი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუმცა გამოძიება დაწყებულია.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, კონსული ორშაბათს სამსახურში არ გამოცხადდა და სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობდა.
ბერძენი სამართალდამცველების ცნობით, კონსულს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.