logo_geo
eng_logo
მარნეულში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო
- +

10 იანვარი. 2017. 11:54


 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მარნეულში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

 

„მარნეულში, რუსთაველის ქ.N78-ში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

 

განაცხადები მიიღება 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი, თამარაშვილის . N15, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი;

ზუგდიდი, ხუბულავას . N6;

ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი N27", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner