საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მარნეულში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
„მარნეულში, რუსთაველის ქ.N78ა-ში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
განაცხადები მიიღება 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით, შემდეგ მისამართებზე:
• თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი;
• ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6;
• ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი N27", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.