პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ ვალენსას შვილი პშემისლავ ვალენსა ქალაქ გდანსკში, საკუთრ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
43 წლის მამაკაცის ცხედარი ნათესავებმა აღმოაჩინეს. მის სხეულზე ძალადობის კვალი არ დაფიქსირებულა.
პშემისლავ ვალენსას ახალგაზრდობაში ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და ის რამდენჯერმე ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავეს.