იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის დირექტორად თორნიკე მუშკუდიანი დაინიშნა.
შსს-ს ცნობით, მან დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი რამდენიმე დღის წინ დაიკავა. მუშკუდიანი ამ დრომდე შშს-ში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
თორნიკე მუშკუდიანმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე ნუგზარ ქუთათელაძე შეცვალა, რომელსაც ეს პოსტი გასული წლის მაისიდან ნოემბრამდე ეკავა.