logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: IDFI-ს რეკომენდაცია საყურადღებოა
- +

10 იანვარი. 2017. 14:22


 

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, IDFI-ს რეკომენდაცია საყურადღებოა, თუმცა თბილისის მერიამ ბოლო პერიოდში ნებისმიერი კერძო კომპანიის მიერ გაკეთებული ექსპერტიზისა და შეფასების მონიტორინგი ისედაც გაამკაცრა.


არის რამდენიმე კერძო კომპანია, რომელსაც სამშენებლო კომპანიები მიმართავენ, როდესაც საქმე ხეების მოჭრის საკითხს ეხება. ისინი ხეების მდგომარეობას აფასებენ და შემდეგ ამ შეფასებას ეყრდნობა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური. ვფიქრობ, რომ კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა საკმაოდ საინტერესოა, საყურადღებოა, რეკომენდაციები, პრინციპში, მისაღებია. გამოცდილება აჩვენებს, რომ უმჯობესია, ამ კუთხით უფრო მეტი სიმკაცრე იყოს, უფრო მკაცრად გაკონტროლდეს მათ მიერ გაცემული ცნობებები. გასული წლის შემოდგომის შემდეგ ეკოლოგიის სამსახურმა მონიტორინგი ბევრად უფრო გაამკაცრა ამ მიმართულებით და შეიძლება ითქვას, რომ მონიტორინგი უკეთესად ხორციელდება. კერძოდ, გადამოწმება ხდება იმ შეფასებების, რომელსაც ეს კერძო კომპანიები იძლევიან. რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ამას რომელიმე ლიცენზირებული კერძო სუბიექტი აკეთებდეს, ან თუნდაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ეს საკმაოდ საინტერესო რეკომენდაციაა და მას საფუძველი აქვს. თბილისის შემოგარენში ზოგადად ხეების მდგომარეობა საკმაოდ არასასურველია. ძალიან ბევრი დაავადებული და გამხმარი ხეებია, რის გამოც ბოლო წლებში თბილისის მერია სანიტარულ ჭრებს აქტიურად ახორციელებს", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


ლექვინაძე არ გამორიცხავს, რომ IDFI-ს შეფასებაში არსებული დაზიანებული ხეების მოჭრის გაზრდილი ციფრები ამას უკავშირდებოდეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner