logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ვაცადოთ ვასილ მაღლაფერიძეს...
- +

10 იანვარი. 2017. 16:02



„ვაცადოთ ვასილ მაღლაფერიძეს, ეგებ კარგ რამეს აკეთებს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე", - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა.


მისი თქმით, პოლიტიკური ცხოვრების გავლენისგან არც ერთი საზოგადოებრივი პროცესი თავისუფალი არ არის.


„პოლიტიკური ცხოვრების გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს საზოგადოებრივი პროცესები, მაგრამ არ არის, არ გამოდის, პატარა ქვეყანა ვართ და პოლიტიკური ამბიცია გვახრჩობს. შეიძლება ვასილ მაღლაფერიძე იყო ჯერ „მოქალაქეთა კავშირის", შემდეგ „ნაცმოძრაობის" წევრი, მაგრამ მანამდე იყო ძალიან კარგი გაზეთის - „კავკასიონის" რედაქტორი. ვაცადოთ, ეგებ რამდენ კარგ რამეს აკეთებს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე". ახლა მე უფრო მისი მუშაობის შედეგი მაინტერესებს. თუ ვინიცობაა და, ვერაფერი გააკეთა, აქ არ არის საზოგადოება? ჩვენზე იქნება ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული", - განაცხადა არეშიძემ.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner