„ბორდი დამოუკიდებელი ორგანოა, მე ვერ შევაფასებ ბორდის გადაწყვეტილებას", - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა კობახიძემ „პრაიმტაიმთამთან" ინტერვიუში გააკეთა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მისთვის ცნობილი არ არის რა კრიტერიუმებით აირჩია ბორდმა ვასილ მაღლაფერიძე მაუწყებლის დირექტორად. მისივე თქმით, ხელისუფლება საზ. მაუწყებლის მუშაობაში ჩარევას არ აპირებს.
„ნამდვილად არ ვიცი, კონკრეტულად რა კრიტერიუმებით მიანიჭა ბორდმა ვასილ მაღლაფერიძეს უპირატესობა. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ხელი გაიშვირო ხელისუფლებისკენ, ადვილია, ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულო. ვფიქრობ, შერჩევა ჩატარდა აბსოლუტურად საჯაროდ, ღია კონკურსის გზით და თუკი ვინმეს რაიმე ეჭვები აქვს და ფიქრობს, რომ ხელისუფლება ჩაერევა მაუწყებლის მშაობაში, უმჯობესია, ეს უფრო არგუმენტირებულად დაასაბუთონ. სხვა შემთხვევაში ეს არის, უბრალოდ, სპეკულაცია. ხვალ, ზეგ შევხედავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოება თავად განსჯის, ერევა თუ არა რაიმე სახით ხელისუფლება მედიის მუშაობაში.
ვულოცავ ვასილ მაღლაფერიძეს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე არჩევას და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის ფუნქციას პირნათლად შეასრულებს", - განაცხადა კობახიძემ.