ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კითხვაზე, ეთანხმება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თამაზ მეჭიაურის მოსაზრებას, რომ უნდა დატოვონ თანამდებობები იმ პირებმა, ვისაც ფარული კადრების გავრცელებით ემუქრებიან, განაცხადა, რომ არავის საქმე არ არის, ვის როგორ სძინავს და ვისთან სძინავს.
„თამაზ მეჭიაურის განცხადება არ მომისმენია. შემიძლია, უბრალოდ ჩემი დამოკიდებულება დაგიფიქსიროთ. ნებისმიერი ჩანაწერი პირადი ცხოვრების არის ამაზრზენი, ისე როგორც ამაზრზენია ამის შემდგომ ილუსტრირება. არავის საქმე არ არის, ვის როგორ სძინავს და ვისთან სძინავს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ჩანაწერი არის ამაზრზენი.