თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ გაზიანთეფში უსაფრთხოების მართვის სამსახურის შენობასთან ორმხრივი სროლა მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ავტომობილებია მობილიზებული. მსხვერპლთა შესახებ ამჟამად ინფორმაცია არ გავრცელებულა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს შესაძლოა ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭოს.