უცხოური მედიის ცნობით, ალაბამას შტატის ქალაქ ტუსკალუზას პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა, რომელმაც სტუდქალაქის ტერიტორიაზე ბანკში მძევლები აიყვანა. თუმცა თავდასხმის მოტივის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, მძევლად აყვანილი 7 ადამიანი თავისუფალია. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მიმდინარეობს გამოძიება.