მსოფლიოში ცნობილი ესპანური ბრენდი ZARA, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2000-მდე მაღაზია აქვს და წლის განმავლობაში 10 000 - ზე მეტი ახალი მოდელს ქმნის, გურიაში, კერძოდ ოზურგეთში სამკერვალო ფაბრიკას აშენებს.
როგორც „აიპრესთან" გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გია სალუქვაძემ განაცხადა:
„თურქული კომპანია ENA Textile დამიკავშირდა და მითხრეს, რომ ესპანეთში იყვნენ წასულები, შეიკრიბა საბჭო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში აეშენებინათ საწარმოო.
ოზურგეთში არის ტერიტორია, სადაც ადრე ჩაის ფაბრიკა იყო. სურათებიც გადაიღეს. თუ ამ ტერიტორიაზე იქნება ლაპარაკი, ეს შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და შეფასებულია 400 000 ლარად, გადავცემთ „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში და დაახლოებით 8-9 თვეში აშენდება საწარმოო. აქ ხუთ მილიონი დოლარის ინვესტიციაზეა ლაპარაკი,
კომპანიის წარმომადგენელი სეჩიმ სარანდი მესაუბრა და მითხრა, რომ აშენებაზე გადაწყვეტილება მიღებულია.
კიდევ ერთხელ მივიღე დადასტურება, რომ 1 000 ადგილობრივ მაცხოვრებელს დაასაქმებენ და ამის გარანტიას ჩვენგან ითხოვენ.
გურიაში ZARA სერიოზულად ჟღერს. მე მგონი სასიხარულო ამბავი გველოდება ყველას", - განაცხადა გია სალუქვაძემ.