„გიგიმ მოირგო პოლიტმატიმრის იმიჯი და გვმოძღრავს, სამართლიანობაზე საჭირო შეწყალება არისო. თუთაშხია მაგონდება - ახია ჩვენზე", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი წერს.
„ამ გარეწარს ქართველი ხალხის სისხლი მართებს, პირადად ჩემი სისხლი მართებს. ის რეჟიმის ერთ-ერთი შემქმნელი გახლავთ და პირადად ითხოვდა 7 ნოემბერსა და 26 მაისს ხალხზე გადავლას. პირადად მე დამაპატიმრეს მოქმედი პარლამენტის წევრი და ლამის მომკლეს. მიშას მოსამართლეები თავს გავიდნენ, ჩვენ კიდევ ენის მოჩლექით ვაგრძელებთ ლაპარაკს. ხალხს რას ვეუბნებით, ხალხს!" - წერს კოპალიანი.