„დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოსათვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იბერიის ეთერში" განაცხადა, ის გუნდი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს განუდგა, პარლამენტში სწორედ მისი დამსახურებით მოხვდა.
„სააკაშვილი ცუდია თუ კარგია, მეორე თემაა, მაგრამ სააკაშვილის გარეშე, რომელი მოხვდებოდა პარლამენტში? ვის დაკარგვია რომელიმე სააკაშვილის გარეშე?
ვის მისცა საქართველოს მოსახლეობამ ხმა მათდა სამარცხვინოდ და ქვეყნის სამარცხვინოდ, გიგა ბოკერიას, სერგო რატიანს თუ ელენე ხოშტარიას?", - აღნიშნავს ნინო ბურჯანაძე.